დასახელება:
UI/UX დიზაინერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 09 სექტემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში UI/UX დიზაინერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მომხმარებლის საჭიროებების გაგება და საბაზისო კვლევების ჩატარება; (ინტერვიუები/კითხვარები ან არსებული მონაცემების ანალიზი) და ინსაითების მოკლე სინთეზი;
** UX ფლოუებისა და ვაირფრეიმების შექმნა და პროტოტიპირება Figma-ში;
** UI ეკრანების დიზაინი თანამედროვე UX პრინციპებით, სხვადასხვა მოწყობილობისთვის (Web/Mobile/Tablet);
** დიზაინ-სისტემის ელემენტების გამოყენება და საჭიროების მიხედვით განახლება; ხარისხიანი handoff დეველოპერებთან;
** ტესტირების/უკუკავშირის საფუძველზე მცირე იტერაციებით გაუმჯობესება (მაგ. usability დაკვირვება ან A/B შედეგების განხილვა);
** ყოველდღიური თანამშრომლობა პროდუქტის მენეჯერებთან, დეველოპერებთან და სხვა სთეიქჰოლდერებთან.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** დეტალებზე ორიენტირებული, სტრუქტურირებული და შემოქმედებითი მიდგომა;
** ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის გამოცდილება და პასუხისმგებლობების მართვა;
** Agile/Scrum პრაქტიკა და Design System-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია, პლიუსად ჩაითვლება).
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** 1-3 წელი Product/UI/UX დიზაინში ან შესაბამის როლში — პორტფოლიო პრაქტიკული ქეისებით სავალდებულოა;
** Figma/FigJam-ის საფუძვლიანი ცოდნა: Components, Auto Layout, Prototyping;
** საბაზისო კვლევის მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება სასურველია;
** პლატფორმების ძირითადი გაიდლაინების დაცვა (Material / iOS პრინციპები — საბაზისო დონე);
** ხელმისაწვდომობის ძირითადი პრინციპების ცოდნა სასურველია;
** სასურველია ანალიტიკის ერთი ინსტრუმენტის ცოდნა (მაგ. GA4, Hotjar ან ანალოგი);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური B1+/B2).
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1884
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|