Робота для біженців з України
UX ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UX ქოფირაითერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო / ბოლო ვადა: 09 სექტემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში UX ქოფირაითერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მოკლე, ზუსტი და ფუნქციური მიკრო ტექსტების შექმნა (CTA ღილაკები, ლეიბლები, ინსტრუქციები, შეტყობინებები და სხვა);
** ვებ-კონტენტის, მათ შორის ბლოგების, პროდუქტების აღწერებისა და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნა;
** კრეატიული სათაურების, თაგლაინებისა და სარეკლამო ტექსტების შექმნა ბრენდის Tone of Voice-ის გათვალისწინებით;
** User Experience-ის (UX) გაუმჯობესება ტექსტუალური კომპონენტების დახვეწის გზით;
** AI ტექნოლოგიების ინტეგრირება სამუშაო პროცესში, კონტენტის დაგეგმვის, რედაქტირების, A/B ტესტირებისა და ინსაითებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად;
** დიზაინის სისტემის განვითარებასა და განახლებაში მონაწილეობა, ტექსტური ელემენტების სტილისტური და სტრუქტურული თანმიმდევრობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის პრინციპების ანალიზი და პრაქტიკაში ეფექტური დანერგვა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დეტალებზე ორიენტირებული, სტრუქტურირებული და შემოქმედებითი მიდგომა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება AI ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტებში მუშაობისას;
** უცხო ენების ცოდნა B2 დონეზე;
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1885

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე