დასახელება:
სოციალური მომსახურებების განვითარების პროგრამის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
სტუდია ეიდისი
|
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს სოციალური მომსახურებების განვითარების პროგრამის კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს.
ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.
სამუშაო განაკვეთი: 40 სთ
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის მიმართულება)
** სასურველია ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მეთოდოლოგიის ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** აკადემიური წერის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია, ჰქონდეს მართვის მოწმობა;
** აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მივლინებაში წასვლის მზაობა საქართველოს მასშტაბით (განსაკუთრებით, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში)
ძირითადი მოვალეობები:
** პროგრამების დირექტორის დახმარება სერვისების ფუნქციონირებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვასა და კოორდინაციაში
** პროგრამების პოლიტიკისა და პრაქტიკის განხორციელების მონიტორინგი
** სახელმწიფო პროგრამების რეგულაციების შესაბამისად, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში შეუფერხებლად ფუნქციონირების ** უზრუნველსაყოფად საჭიროო გეგმის შემუშავება
** საჭიროებისამებრ პროგრამის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერა.
** კონკრეტული პროგრამის ფარგლებში გუნდის წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაციების კოორდინაციის წარმოება
** საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
** დირექტორთან შეთანხმებით, პროგრამასთან დაკავშირებული შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.
** პროგრამის ოპერაციებისთვის ტექნოლოგიების გამოყენების ზედამხედველობა, როგორიცაა ვიდეოკონფერენციის ტექნოლოგია, პრეზენტაციის პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
** პროგრამის ჩანაწერების, ანგარიშების, პრეზენტაციებისა და წინადადებების შექმნა და შენახვა.
** პროგრამის გუნდს, საზოგადოებას, მედიას, ორგანიზაციის სხვა დეპარტამენტებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შორის პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობა.
** მარკეტინგისა და კომუნიკაციების მართვა (მედიასთან ურთიერთობა, სოციალური მედია).პროგრამებისა და მათი აქტივობების დაგეგმვასა და კოორდინაციაში დახმარება.
განცხადების წარმოდგენის პროცედურები:
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:
** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
** გასაუბრება
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 8 სექტემბერი
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com.
"Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|