Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
მაღაზია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით (5 დღე) დილის 11 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე
ანაზღაურება: 1300 ლარი
გამოსაცდელი ვადა 3 თვე
ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება: საქონლის და მომსახურების შეთავაზება, საქონლის აღწერილობის მიწოდება, არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
** პროდუქციის მიღება, განლაგება საწყობსა და დარბაზში მაღაზიის სტანდარტების დაცვით
** პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებსა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე

სავალდებულო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** პრეზენტაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სანდოობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე: gogolashvili.tinatin@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე