Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656770&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Sweetpro, Dr.Otker, Confy trade, Lorenz, Ligos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: 8:30-18:00 სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.
** ქონებრივი უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა;
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 31 აგვისტოს ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@bdcompany.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია