დასახელება:
მთავარი ინჟინერი
|
მომწოდებელი:
კასს ლენდი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
"კასს ლენდი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინერის პოზიციაზე რეზორტისთვის.
მდებარეობა: წალკა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 6000 ლარი
მთავარი ინჟინერი პასუხისმგებელია კომპლექსის ინფრასტრუქტურის, ტექნიკური სისტემების და მოწყობილობების უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.
ხელმძღვანელობს ტექნიკური სამსახურის გუნდს და აკონტროლებს ინჟინრულ, სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** აკონტროლებს კომპლექსის ტექნიკურ მდგომარეობას
** უზრუნველყოფს ელექტრო, წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობის/გაგრილების სისტემების გამართულ მუშაობას
** გეგმავს და ახორციელებს პროფილაქტიკურ შემოწმებასა და რემონტებს
** უზრუნველყოფს ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისობას
** ატარებს რეგულარულ შემოწმებებს და ამზადებს უსაფრთხოების ანგარიშებს
** მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვასა და მართვაში
** ხელმძღვანელობს ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებს
** ანაწილებს ყოველდღიურ დავალებებს და აკონტროლებს შესრულებას
** ახდენს თანამშრომლების ტრენინგს, ადგენს გრაფიკებს და აწარმოებს ნამუშევარი დროის აღრიცხვას
** აწარმოებს ტექნიკურ დოკუმენტაციას, სამუშაო ანგარიშებსა და შესყიდვების გეგმას
** გეგმავს ტექნიკური დეპარტამენტის ბიუჯეტს და მონიტორინგს უწევს ხარჯებს
** უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას სხვა დეპარტამენტებს
** მონაწილეობს პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური ან ინჟინერული ხელმძღვანელის პოზიციაზე
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე : HR@Kassland.com
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|