დასახელება:
საოპერაციო ცენტრის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საოპერაციო ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო ცენტრის საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა და ზედამხედველობა, დავალებების ეფექტური განაწილებისა და შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა.
** გადაუდებელი შემთხვევებისას რეაგირება 24 საათის განმავლობაში, პრობლემის სწრაფი და ეფექტური მოგვარების მიზნით.
** საოპერაციო ცენტრში ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის წინადადებების ინიცირება და ხელმძღვანელობა.
** პროცესების გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა, ბიუჯეტირებასა და რესურსების დაგეგმვაში ჩართულობა.
** წყალსადენისა და წყალარინების ქსელებისთვის სრული სარემონტო და პროფილაქტიკური გეგმების შემუშავება და დანერგვა.
** ქსელში არსებული პრობლემური უბნების გამოვლენა, შეფასება და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება.
** პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების ხარისხის ზედამხედველობა.
** განსაზღვრულ ზონებში წყლის მიწოდებისა და მოხმარების მონიტორინგი, დანაკარგების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.
** ფარული დანაკარგების დადგენა, (NRW) შემცირების სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა.
** მარცხენა ხაზების გამოვლენისა და პრევენციის პროცესების დანერგვა.
** ახალი აბონენტების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის პროცესების კოორდინაცია.
** ქსელის დეტალური ინვენტარიზაციის გეგმის შემუშავება და განახლება.
** აბონენტების მოთხოვნების და საჩივრების განხილვა, შეფასება და დროული რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური მიმართულებით.
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** წყალსადენების ქსელებისა და მისი ექსპლუატაციის ცოდნა.
** Ms Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** დატვირთულ და სწარაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** გუნდის მართვის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|