დასახელება:
სასაწყობე მეურნეობის მუშა, ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.
ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ თანამდებობებზე:
სასაწყობე მეურნეობის მუშა - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობის ან სატვირთველის მართვის სერტიფიკატის ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა;
** ზეგანაკვეთურად მუშაობის მზაობა;
** რუსული ენის ცოდნა (სასაუბრო);
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** კარგი ათვისების უნარი;
** შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** საწარმოს, საწყობის და სხვა ტერიტორიაზე ნებისმიერი დამხმარე სამუშაოს შესრულება;
** დასუფთავებითი სამუშაოების შესრულება მინდობილ ტერიტორიებზე, საამქროში და საწყობში;
** წუნდებული ყუთების მომზადება და გადარჩევა;
** გარკვეული სახის პროდუქციის დახარისხება, აწონვა და დასაწყობება;
** საწარმოს სხვადასხვა უბნებზე, ბილიკებზე და ტვირთის შესანახ ადგილებში სისუფთავის უზრუნველყოფა;
** შენობის დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** საწყობში ისეთი დამხმარე სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ ძალას;
** ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ნერგების მორწყვა და მოვლა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო განრიგი: 8:00-დან 17:00-მდე
** ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე, გამოსაცდელი ვადის (1 თვის) განმავლობაში.
ელექტრიკოსი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - ელექტრიკოსი.
** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ელექტრო მოწყობილობების ხარვეზების აღმოფხვრის, ელექტრო მოწყობილობების შეკეთების, მონტაჟისა და რეგულირების გამოცდილება.
** ელექტრო სქემების კითხვის უნარი.
** ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** ქართული და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ათვისების კარგი უნარი.
** პასუხისმგებლობიანობა.
** პუნქტუალობა.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების სათანადო მდგომარეობისა და საიმედო, უპრობლემოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
** ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟი.
** ყველა სახის მრიცხველის აღრიცხვა, ამორტიზაციის კონტროლი.
** ელექტრონაწილების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული უზრუნველყოფის კონტროლი.
** მინდობილ ტერიტორიებზე დამხმარე სამუშაოების შესრულება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში);
** ხელფასი - 1800 ლარი ხელზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 1500 ლარი ხელზე.
პირობები ყველა ვაკანსიისთვის:
** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
** ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
|
|
|
|