Робота для біженців з України
მოლარე-გამყიდველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-გამყიდველი
მომწოდებელი: Leonidas Georgia
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
Leonidas Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-გამყიდველის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს, 11:00 - 21:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (800 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (გამოსაცდელ პერიოდში ანაზღაურება 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენს შესახებ:

Leonidas - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

Leonidas Georgia ამაყად წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს, მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებელთა საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება
** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი
** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს
** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით
** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას
** არის დეტალებზე ორიენტირებული და ზუსტი სალარო ოპერაციებში
** მოლარედ ან კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (800 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან (გამოსაცდელ პერიოდში ანაზღაურება 700 ლარი).
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com

სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 17 აგვისტოს შემდეგ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე