Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656650&print=yes&view=jobs
 
მშენებლობის კონტროლისა და მართვის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის კონტროლისა და მართვის სტაჟიორი
მომწოდებელი: გრიდ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს სტაჟირებას მშენებლობის კონტროლისა და მართვის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სტაჟირების პროცესში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ უშუალოდ მშენებლობის ადგილზე მიმდინარე პროცესებში და ადგილზე შეისწავლონ საქმე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 10 თვიან სტაჟირებას, საიდანაც პირველი თვე იქნება არაანაზღაურებადი, ხოლო დარჩენილი თვეები ანაზღაურებადი, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს დაენიშნებათ ზრდადი ანაზღაურება და დასაქმდებიან კომპანიაში.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: განათლება - საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრი. (ასევე განიხილებიან კანდიდატები სამშენებლო, საინჟინრო და სამონტაჟო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილებით.)

** მათემატიკური უნარები
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word,
** AutoCad, ArchiCad - სამომხმარებლო დონეზე;
** სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** დისციპლინირებულობა

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარადგინოს CV მეილზე: gridconstructioninfo@gmail.com.

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:

** CV-ს განხილვა.
** შიდა ტესტირება.

მეილის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია