Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656649&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების დირექტორი/მოხალისე, ადმინისტრატორი/მოხალისე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დირექტორი/მოხალისე, ადმინისტრატორი/მოხალისე
მომწოდებელი: ერთად შევცვალოთ სამყარო
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
ჩვენ, საქველმოქმედო ფონდს, "ერთად შევცვალოთ სამყაროს" გვაქვს ღია პოზიციები გუნდის ახალი წევრებისთვის: გაყიდვების დირექტორი (მოხალისე) და ადმინისტრატორი (მოხალისე)

ფონდის შესახებ: ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას (მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით) გულისხმობს. ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს და აქტივობას მართავენ მოხალისეები. ფონდს საოპერაციო ხარჯი საერთოდ არ აქვს: ხელფასს არავინ იღებს, არ გვაქვს მივლინებები, არ ვყიდულობთ რაიმე მომსახურებას და ა.შ.. თუ რომელიმე მიმართულება აუცილებლად დასაფინანსებელი გახდა, ფონდში ჩართული მოხალისეები ამას საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.changetheworld.ge/about).

ვეძებთ გუნდის წევრს: საინტერესო იდეებით, მოხალისეობრივი განწყობით და უანგაროდ სხვების დახმარების სურვილით, რომელსაც უნდა რეალურ პროექტებში ჩართვა, პასუხისმგებლობის აღება და პროფესიული ზრდა საქველმოქმედო საქმიანობის გზით.

ვაკანსია #1: გაყიდვების დირექტორი (მოხალისე)

მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან - ჩართულობა საჭიროებს დღეში საშუალოდ 1 საათს, მოქნილი განრიგით.

ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია
** დონორების მოზიდვის სტრატეგიების შექმნა
** მოლაპარაკებების წარმოება
** ინფლუენსერებთან კომუნიკაცია
** ინიციატივების წამოწყება (მაგ: საქველმოქმედო კამპანიები, პარტნიორული შეთავაზებები)

რას ველით შენგან:

** კომუნიკაციისა და გაყიდვების გამოცდილება
** შთაგონება და მოტივაცია
** პასუხისმგებლობა და ენთუზიაზმი
** სურვილი იმუშაო მოხალისეობრივად და სიკეთისთვის

ვაკანსია #2: ადმინისტრატორი (მოხალისე)

მოხალისეობრივი მუშაობა სრულად დისტანციურია და თავსებადია სწავლასთან ან ძირითად სამუშაოსთან - ჩართულობა საჭიროებს დღეში დაახლოებით 30 წუთს მოქნილი განრიგით.

ფუნქცია და მოვალეობები:

** შეხვედრების დაგეგმვა და კომუნიკაცია
** ფაილების, ბაზებისა და ყოველდღიურ პროცესების მოწესრიგება, მართვა
** კონტაქტი ორგანიზაციებთან და დონორებთან
** გაამარტივებ ჩვენი მუშაობის პროცესებს

რას ველით შენგან:

** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
** პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია
** დროის მართვის უნარი
** მოტივაცია სიკეთის გასავრცელებლად

ჩვენ გთავაზობთ:

მეგობრულ გარემოს, სადაც შენ შეძლებ ხელშესახები ცვლილებების შეტანას, ასევე საინტერესო შესაძლებლობებს, საკუთარი თავი დაინახო, შეიგრძნო განსხვავებულ როლში და ჩაერთო უანგაროდ სიკეთის კეთების სრულ პროცესში.

რას გაძლევს მოხალისეობა:

** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე
** სოციალური გავლენა - დაეხმარები ბავშვებს
** ახალი კავშირები, განვითარება და რეკომენდაცია
** პროფესიული გამოცდილება

გთხოვ რეზიუმე გამოგვიგზავნო მითითებულ ელ-ფოსტაზე: info@changetheworld.ge. სათაურში კი მიუთითო ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია