Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656640&print=yes&view=jobs
 
MEP ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MEP ინჟინერი
მომწოდებელი: Zerone
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
შპს "ზერონი" უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.

"ზერონის" წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.zerone.ge/

პოზიციის დასახელება: MEP ინჟინერი
სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო, გათბობის/გაგრილების (HVAC) და სანტექნიკური სისტემების პროექტირება და კოორდინაცია;
** ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება (AutoCAD, Revit-ის გამოყენებით);
** სისტემებისთვის საჭირო გათვლების შესრულება და შესაბამისი მოწყობილობების შერჩევა;
** სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა;
** თანამშრომლობა სამშენებლო გუნდთან, კონტრაქტორებთან და სხვა სპეციალისტებთან პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით;
** სტანდარტების და უსაფრთხოების წესების გათვალისწინება ყველა ეტაპზე;
** ენერგოეფექტური და პრაქტიკული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
** საბოლოო დოკუმენტაციის მომზადება;
** ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ელექტრო, მექანიკური ან სამშენებლო ინჟინერია);
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება MEP სისტემების მიმართულებით;
** AutoCAD და Revit (BIM) პროგრამების ცოდნა;
** სასურველია Dialux, HAP ან მსგავსი გათვლითი პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის და ნახაზების წაკითხვისა და მომზადების უნარი;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებასა და ზრდას.
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

გისურვებთ წარმატებებს!დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 08 სექტემბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ZERONE " დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ZERONE" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია