დასახელება:
ხარისხის მართვისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის დირექტორი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ხარისხის მართვისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმისა და მიზნების განსაზღვრა;
** პასუხისმგებელია დეპარტამენტის სპეციფიკური პროექტების მართვაზე, შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაზე, ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე;
** პასუხისმგებელია ჰოსპიტლის მასშტაბით ხარისხის მართვის პროგრამის შექმნაზე, განხორციელებასა და შენარჩუნებაზე; მათ შორის, მონაცემთა შეგროვებაზე, მონაცემთა აგრეგირებასა და ანალიზზე, პოლიტიკისა და პროცედურების შექმნასა და შენარჩუნებაზე;
** ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება, მათ შორის კლინიკური შედეგების, პაციენტის გამოცდილების, პაციენტის უსაფრთხოების, ხარჯების, შემოსავლის, პროდუქტიულობის, ეფექტურობის, თანამშრომლებისა და ექიმების კმაყოფილების და პროცესის სანდოობის გაუმჯობესება;
** დაქვემდებარებული პერსონალის ხელმძღვანელობა, სამუშაოს დაგეგმვა, საქმიანობის შეფასება და მონიტორინგი;
** მომხმარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და/ან საავადმყოფოს მენეჯმენტის საჩივრებზე რეაგირება; არსებული პრობლემების კვლევა და საჭიროებისამებრ წერილობითი ან ზეპირი პასუხების მომზადება;
** ამერიკული ჰოსპიტლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების მხარდაჭერა;
** ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობის შეფასება და დოკუმენტირება;
** უზრუნველყოს JCI სტანდარტებისა და ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის მომზადება, აღმასრულებელ გუნდთან შეთანხმება და მონიტორინგი;
** ჰოსპიტალში მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით გარე სააგენტოების მიერ ჩატარებული კვლევების შესწავლა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციის გაწევა და განხორციელება;
** დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სასწავლო პროგრამის შერჩევა, მათ შორის, სამუშაო ადგილზე ტრენინგების უზრუნველყოფა;
** აღმასრულებელი დირექტორის მიერ დაკისრებული ხარისხის მართვასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან მსგავს სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
** შესაბამის სფეროში დამატებითი ლიცენზიების და სერტიფიკატების ქონა (სასურველია: CPHQ ან HCQM სერტიფიკატები)
** 5+ წლიანი გამოცდილება სამედიცინო სფეროში მენეჯმენტის/ხარისხის მართვის/რისკების მენეჯმენტის, JCI აკრედიტაციის/საერთაშორისო აკრედიტაციის კუთხით;
** 3+ გამოცდილება სამედიცინო სფეროში მენეჯმენტის მიმართულებით;
კომპიუტერული უნარები:
** MS Office, Visio, Microsoft project
** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური - C1
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მოგვარების უნარი
** ანალიტიკური უნარი
** ლიდერული უნარები
** პროექტის მართვის უნარი
** ცვლილებების მართვის უნარი
** მიზნების მისაღწევად ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის უნარი
** დროის მართვის უნარი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობისა და მართვის უნარები
** კრიზისების და რისკების მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
|
|
|
|