Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656620&print=yes&view=jobs
 
ოჯახის ექიმების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. "ILARIA"-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს ოჯახის ექიმების სამსახურის უფროსს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

პოზიცია: ოჯახის ექიმების სამსახურის უფროსი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქირავებულ ოჯახის ექიმებთან კომუნიკაცია და მათთვის ინსტრუქციების მომზადება;
** საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების და გაიდლაინების საფუძველზე ოჯახის ექიმებისთვის დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდიკის განსაზღვრა;
** ექიმის მიერ გაცემული მიმართვების და დანიშნული მედიკამენტების კონტროლი;
** მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროების შეფასება;
** სამსახურში მიღების დროს ექიმის კვალიფიკაციის შეფასება;
** ოჯახის ექიმებისთვის შიდა მოხმარების პროგრამის სწავლება და მათი მიერ პროგრამაში მუშაობის მონიტორინგი;
** შემოსული რეკლამაციების განხილვაში ჩართულობა და რეაგირება, რეკომენდაციების გაცემა;
** პროვაიდერ კლინიკებთან კომუნიკაცია ოჯახის ექიმების მხარდაჭერის და კონტროლის მიზნით;
** თითოეული ოჯახის ექიმის შესრულებული სამუშაოს დამუშავება, აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება და შესაბამისი ინსტრუქციების მიწოდება;
** კლინიკებში განთავსებული ოჯახის ექიმებთან ვიზიტი მონიტორინგის მიზნით;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;
** ოჯახის ექიმის ბინაზე გამოძახების მონიტორინგი;
** ოჯახის ექიმის სამუშაო გრაფიკის/განრიგებისა და ბუქინგების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა.
** ოჯახის ექიმების გაცდენების (შვებულებები/ბიულეტენები) კონტროლი და ასახვა ელექტრონულ ბუქინგში და მიწოდება ჰრ სამსახურთან.
** ანაზღაურების სამსახურის მონიტორინგი.
** KPI-ს კრიტერიუმების მაჩვენებლების ეფექტურ შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
** ოჯახის ექიმებისთვის ტექნიკური, სამედიცინო, საკანცელარიო აღჭურვით უზრუნველყოფის ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოჯახის ექიმების სამსახურის უფროსი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია