"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.
8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის სისუფთავის დაცვა/კონტროლი მასზე მიმაგრებულ ტერიტორიაზე;
** საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ნუსხის განსაზღვრა/წარდგენა და მისი მიზნობრივი ხარჯვის და აღრიცხვის კონტროლი;
** საკონფერენციო დარბაზის სისუფთავის მუდმივი დაცვა/მონიტორინგი, წყლების და ჭიქების მარაგების უზრუნველყოფა;
** სამუშაო კვირის ბოლოს ოფისის გენერალური დასუფთავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 08 სექტემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
|