დასახელება:
მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
მზის პანელების საწარმო
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
ვეძებთ მექანიკოსებსა და ელექტრიკოსებს მზის პანელების საწარმოში, ქუთაისში.
ჩვენი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მზის ენერგიის ტექნოლოგიებში, აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი მექანიკოსისა და ელექტრიკოსის პოზიციებზე. თუ გსურთ იმუშაოთ ინოვაციურ სფეროში და წვლილი შეიტანოთ განახლებადი ენერგიის განვითარებაში, შემოგვიერთდით.
მექანიკოსის მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარების და მექანიზმების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება.
** დანადგარების დიაგნოსტიკა და გაუმართაობის აღმოფხვრა.
** პრევენციული ინსპექტირების ჩატარება და ცვეთადი ნაწილების დროული შეცვლა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და შევსება.
ელექტრიკოსის მოვალეობები:
** საწარმოს ელექტრონული სისტემების, მართვის პანელებისა და სენსორების შეკეთება.
** ელექტრო დანადგარების მონტაჟი და დემონტაჟი.
** ელექტრო სქემების კითხვა და ანალიზი.
** ავტომატიზაციასთან და პროგრამირებად ლოგიკურ კონტროლერებთან (PLC) მუშაობა.
მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება შესაბამის სფეროში.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ და სტაბილურ ხელფასს.
** თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივას.
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: sofogelashvili123@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|