დასახელება:
ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ლოკო ალიანსი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი", რომელიც ოპერირებს სარემონტო/სამშენებლო სფეროში, აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის სრული ტექნიკური მხარდაჭერა, საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავება, მათ შორის ისტორიულ ნაგებობებთან მუშაობა.
** ყველა სამუშაოს შესაბამისობის პირადად უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო სტანდარტების, ეკოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან.
** უშუალო ურთიერთობა კონტრაქტორებთან, არქიტექტორებთან და კონსტრუქტორებთან. ნახაზების დამტკიცება, შესრულების მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.
** სამშენებლო მასალებისა და სამუშაო პროცესების შემოწმება ობიექტზე ვიზიტების გზით, სამუშაო ეტაპების ინსპექტირება და დეფექტების დოკუმენტირება.
** პროექტის დირექტორისთვის ტექნიკურ რისკების, პროგრესისა და ბიუჯეტის შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება.
** არასტანდარტული ამოცანების გადაჭრა, თანამედროვე საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია არსებული სტრუქტურებში.
პროფესიული უნარები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან არქიტექტურის მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ინჟინრის პოზიციაზე, უპირატესად ჩაითვლება ისტორიულ ან ინდუსტრიული ტიპის რეკონსტრუქციის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** CAD პროგრამების (AutoCAD, Revit) სრულყოფილი ცოდნა;
** რესტავრაციის სტანდარტებისა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
** სამუშაო ენა: რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა
** სახელფასო რეინჯი: 1500$-1600$
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - besmartvacancy@gmail.com.
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ინჟინერი".
|
|
|
|