Робота для біженців з України
არქიტექტორ-სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორ-სტაჟიორი
მომწოდებელი: მასსა პროექტი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "მასსა პროექტი" წარმოადგენს თბილისში დაფუძნებულ არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით საქმიანობს არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით.

კომპანიის ვებგვერდი: https://massaproject.com/en

შპს "მასსა პროექტი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი-სტაჟიორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული/ქალაქგეგმარებითი პროექტების/დოკუმენტაციის მომზადების პროცესში წინასაპროექტო კვლევით ეტაპზე ჩართულობა/თანამონაწილეობა, კერძოდ:
** მიმდინარე პროექტის/პროექტების ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, მოძიებული მასალის სისტემატიზაცია, პრეზენტაციის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ/საერთაშორისო ონლაინ არქივებში/პლატფორმებზე მუშობა, მოძიებული მასალის სისტემატიზაცია, პრეზენტაციის მომზადება;
** კვლევით ეტაპზე დაგეგემილ სამუშო ჯგუფური შეხვედრების, საველე გასვლების, პრეზენტაციების დაგეგმვაში თანამონაწილეობა.

არქიტექტურული/ქალაქგეგმარებითი პროექტების/დოკუმენტაციის მომზადების პროცესში კონცეფციის ეტაპზე ჩართულობა/თანამონაწილეობა, კერძოდ:

** კონცეფციის ეტაპის შემუშავების პროცესში წარსადგენი საპრეზენტაციო მასალის მომზადება (ტექსტური, გრაფიკული);
** კონცეფციის ეტაპზე წარსადგენი მასალის, პრეზენტაციის მომზადება, (საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაცია);
** კონცეფციის ეტაპზე დაგეგმილ ვორქშოპებში/აქტივობებში თანამონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით, (ბაკალავრის საფეხური);
** აუცილებელია პროგრამების (Microsoft Office, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Indesign, AutoCad); ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2)

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: massaproject.cv@gmail.com

წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე