Робота для біженців з України
სტუმართმოყვარეობის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმართმოყვარეობის ლიდერი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
"მაკდონალდსი" მსოფლიოში უმსხვილესი კვების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და საქართველოში 1999 წლის 5 თებერვლიდან ოპერირებს.

"მაკდონალდსი" კიდევ უფრო ვითარდება, ხსნის რესტორნებს, რაც გულისხმობს, რომ იზრდება კომპანია და იზრდება დასაქმების შესაძლებლობა.

ჩვენთან ყველა თანამშრომელი გუნდის წევრის პოზიციიდან შიდა დაწინაურების პრინციპით იზრდება და დღეს, სიამაყით ვაცხადებთ, რომ "მაკდონალდსს" აქვს 27 რესტორანი, რომლის დირექტორების 100% არის ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც შიდა დაწინაურების პოლიტიკით განვითარდა.

მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
** უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა;
** სტუმრების ნაკადის მართვა;
** სტუმრების დახმარება გააკეთონ შეკვეთა ჩვენს რესტორნებში განთავსებულ კიოსკებთან;
** სტუმრებისათვის კონსულტაციის გაწევა მენიუს შერჩევაში;
** სტუმრებისათვის ჩვენი ახალი პროდუქტებისა და აქციების პრეზენტირება;
** სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პროდუქტის ხარისხისა და მათი კვებითი ღირებულებების შესახებ;
** სტუმართა შეკითხვებსა და მიმართვებზე რეაგირება, პასუხი და მათი დახმარება;

განათლება, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პროდუქტის პრეზენტირების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 8 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@mcdonalds.ge

რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ მაკდონალდს საქართველოს მიერ, ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, მაკდონალდს საქართველოს მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 3 (სამი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: vacancy@mcdonalds.ge ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე