Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯეო დეკორი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
კომპანია "ჯეო დეკორ"-ი ავეჯის მასალების კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე.

"ჯეო დეკორ"-ი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების იმპორტიორ კომპანიას.

მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი დიზაინის გამძლე და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამის საავეჯე მასალებს, ასევე ავეჯის დასამზადებლად თანამედროვედ აღჭურვილ საწარმოში ხდება კლიენტების მოთხოვნილებებზე მორგებული უმაღლესი დონის მომსახურება (დაჭრა, დაწიბოვება, სნს მომსახურება).

ლოკაცია: თბილისი, ფეიქართა 12, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) მეტრო ღრმაღელედან 10 წუთი.

სამუშო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** შესვენება- 1 საათი.
** დასვენების დღე - კვირა.
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის ხარჯზე;
** შვებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოში და საწყობში მონაწილეობის მიღება ტვირთის შემოტანის დროს დაცლაში:
** მომხმარებლის მომსახურება დატვირთვების დროს;
** საწარმოს მომარაგება;

კომპანია გთავაზობთ:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geodecor.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " საწყობის დამხმარე" ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599214974

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე