Робота для біженців з України
მაღაზიის ადმინისტრატორი/მოლარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი/მოლარე
მომწოდებელი: Beer Georgia
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
ლუდის მაღაზიათა ქსელი "Beer georgia" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის/მოლარის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუსთავი, შარტავას #14
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი და საათები არის ცვლებში დღეში 8 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, ბარმენი, დამლაგებელი);
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ზოგადი მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, ენერგიული;
** პუნქტუალური, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 574882188
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე