Робота для біженців з України
საყალიბე სისტემების გაყიდვების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საყალიბე სისტემების გაყიდვების ინჟინერი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას საყალიბე სისტემების გაყიდვების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com/

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** საყალიბე სისტემების პროექტების გაყიდვის პროცესებში მონაწილეობა;
** საინჟინრო პროექტის დამუშავება, სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** დაინტერესებული პირებისთვის, პოტენციური მყიდველებისთვის საყალიბე სისტემების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათივე პროექტის დამუშავება და სხვადასხვა ალტერნატივების შეთავაზებაში მონაწილეობა;
** მომზადებული ნახაზების მიხედვით საყალიბე სისტემების მონტაჟისა და სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი;
** გაყიდვების თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათი მოზიდული პროექტებისთვის ფინანსური გაანგარიშება, სხვადასხვა ალტერნატიული წინადადებების მომზადება და გაცნობა;
** დავალებების მაღალხარისხოვნად და დაგეგმილ ვადებში შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინჟინრად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა - AautoCAD, archiCAD.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის N32.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე