დასახელება:
შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ჯეოსთილი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო შპს "ჯეოსთილი", რომელიც ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოში ინდუსტრიის სფეროში, აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე.
მდებარეობა: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქ. #36
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** სტანდარტული საოფისე აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა, Word, Excel, Outlook;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** რისკების შეფასების ჩატარება;
** ადგილზე ინსპექტირების ჩატარება;
** სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტების გამოძიება და უბედური შემთხვევების შესახებ ანგარიშების შედგენა;
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონებისა და რეგულაციების აღსრულება;
** კომპანიის შიდა ტრენინგების ჩატარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა თანამშრომელი იყოს ინფორმირებული კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ;
** უსაფრთხოების აღჭურვილობისა და ახალი დანადგარების უსაფრთხო მონტაჟის შესახებ ინსტრუქციების მიცემა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@geosteel.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|