Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656443&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: სამშენებლო დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
სამშენებლო დეველოპერული კომპანია აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდთან ერთად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება;
** პროექტების ვიზუალური მასალების შემუშავება (ბრენდირება);
** კომპანიის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის საბეჭდი მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** საიდენტიფიკაციო მასალების (სავიზიტო ბარათები, შეფუთვები, ბლანკები, ფლაერები, კატალოგები, ბანერები და სხვ.) დიზაინის შემუშავება;
** ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამებში: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, მუშაობის გამოცდილება
** სასურველია 3D პროგრამაში მუშაობა გამოცდილება ან შეეძლოს ჩანახატების გაკეთება
** გამოცდილება ბრენდინგის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@apartgroup.com 2025 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია