დასახელება:
მებაღე
|
მომწოდებელი:
თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
კომპანია "თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.
კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციასა და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
** ყოველდღიურად სამებაღეო საქმიანობის განხორციელება
** გაზონის თიბვა
** მცენარეების ფორმირება და შეწამლვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია მებაღედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი
ლოკაცია: ლისი
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
** მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს
** მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს
** გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31.08.2025.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თუ შეიძლება რეზიუმეები გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com
გთხოვთ, "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მებაღე"
შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|