Робота для біженців з України
აგრონომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აგრონომი
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია "თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას აგრონომის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.

კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციასა და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** მწვანე საფარის მოწყობის დაგეგმარებასა და გაშენებაში მონაწილეობის მიღება;
** ლანდშაფტის პროექტირებაში ჩართულობა;
** მიწის ზედაპირის მოსწორების სამუშაოებში ჩართულობა;
** სარწყავი სისტემების დაგეგმარებასა და პროექტირებაში მონაწილეობის მიღება;
** სამებაღეო საქმიანობის ყოველდღიურ მართვაში ჩართულობა;
** ყოველდღიური ჩართულობა ბალახისა და მცენარეების მონიტორინგში დაავადებისა და ენტომოლოგიური მიმართულებით
დაგეგმვა და ჩართულობა გაზონზე სასუქის შეტანის დროს;
** დაგეგმვა და ჩართულობა მცენარეთა შეწამვლისა და სხვლა-ფორმირებაში;
** ყოველდღიურად დაქვემდებარებული გუნდის, ადამიანური რესურსის მართვა და მონიტორინგი;
** თბილისი ჰილსის ტერიტორიასა და მის გარეთ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა;
** საირიგაციო სისტემების ყოველდღიური კონტროლი და წყლის მიწოდების სწორი მენეჯმენტი;
** სამუშაო ხელსაწყოების, ეკიპირებისა და მანქანების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ტექნიკოსთან ერთად;
** ინვენტარიზაცია არსებული მანქანა-დანადგარებისა და სამებაღეო გუნდის ინფრასტრუქტურისთვის;
** სხვა ყოველდღიური საქმიანობების მართვა ჩართულობა გამწვანების მთავარ სპეციალისტთან ერთად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია აგრონომად მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტი მიენიჭება გაზონისა და ლანდშაფტის დიზაიინის მოწყობასა და სარწყავი სისტემების პროექტირებაში გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი

ლოკაცია: ლისი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
** მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს
** მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს
** გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31.08.2025.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თუ შეიძლება რეზიუმეები გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com

გთხოვთ, "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "აგრონომი"

შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე