დასახელება:
კონსულტანტი-საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ბობერი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი "ბობერი" ფუნქციონირებს 2014 წლიდან და დღეისთვის ფლობს 5 სავაჭრო ობიექტს.
ბობერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი-საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით სწავლა/ცოდნა (თითოეული პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება/ცოდნა)
** მომხმარებელთან ურთიერთობა (ღია, თავაზიანი, გულისხმიერი დამოკიდებულება)
** მომხმარებელთა სწორი კონსულტირება
** ფილიალის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
** დარბაზის მოწესრიგება (თაროების მოწერსირება, ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქციაზე, პროდუქციის დალაგება თაროებზე, როდუქციის გასუფთავება და სხვა)
** ინვენტარიზაციაში ჩართულობა (პროდუქციის მარაგების და ვადების კონტროლი)
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და მარაგების მიხედვით შეკვეთების ინიციატივების მომზადება
** პროდუქციის მიღებისას მითვლა ზედნადების მიხედვით
** პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა/ჩამოტვირთვა (ცემენტი, წებოცემენტი ქვიშა და სხვა)
** პროდუქციის დასაწყობება
** გაყიდული პროდუქციის (ცემენტი, წებოცემენტი ქვიშა და სხვა) გადაწყობა/მომხმარებლისთვის დატვირთვა
** საწყობის მოწესრიგება/პროდუქციის მოვლა
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხიმგებლიანობა
** ფიზიკური მზაობა მძიმე პროდუქციის აწევისთვის
** ყურადღებიანობა
აღწერილობა:
სამუშაო საათები: 09:00-18:00 ან ცვლებში 08:00-17:00/11:00-20:00 (ცვლები მოქმედებს მხოლოდ ორთაჭალის ფილიალში)
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
მდებარეობა: ორთაჭალა (დიმიტრი გულიას ქ. N6), ბაგები (წყნეთის გზატკეცილი N39), ელიავა (აგლაძის ქ. 32)
ანაზღაურება: 1100 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა (3 თვის შემდეგ ხელფასის ზრდა 100 ლარის)
ბონუსი: გეგმის შესრულების შემთხვევაში 150 ლარიდან ზევით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@bober.ge ("Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
დამატებითი დეტალების მისაღებად დარეკეთ ნომერზე +995 599688908.
|
|
|
|