Робота для біженців з України
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ამბასადორი ბათუმი აილენდი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, იოანე შავთელის 17
დასაქმების ფორმა: ცვლები-2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე
სამუშაო დრო: დღეში 8 საათი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული
ელ ფოსტა: hr@islandambassadori.com

Ambassador Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

ჩვენი გაყიდვების გუნდი ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** აუცილებელია ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებული სტუმრებისთვის კომპანიის მიმდინარე პროექტების მოკლე პრეზენტაცია;
** პოტენციური კლიენტების ინტერესების იდენტიფიცირება და კონტაქტების დაფიქსირება;
** კომპანიის იმიჯის შენარჩუნება და კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგებულობისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@islandambassadori.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე