Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656362&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Oritrade
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
შპს "oritrade" ბელორუსული ბრენდის Mark Formelle-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდი დაარსდა 2005 წელს და დღესდღეობით 300-ზე მეტი მაღაზიაა წარმოდგენილი ევროპა-აზიის მასშტაბით. საქართველოში პირველი მაღაზია გაიხსნა 2022 წელს და წარმოდგენილია ორი ფილიალი თბილისსა და ბათუმში.

შპს "oritrade" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და მომხმარებლებთან ინდივიდუალურ მიდგომას.

შპს "oritrade" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი:

** სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი 2/2
** სამუშაო დრო - 10:00-21:00

ანაზღაურება:

** პირველი თვე - ფიქსირებული 1100 ლარი
** მეორე თვიდან - ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი (% გაყიდვებიდან)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის საცალო რეალიზაცია
** სალარო აპარატთან მუშაობა
** სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა.
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა
** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საკომუნიკაციო რუსული ენის ცოდნა
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** მობილიზებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** კომუნიკაბელური, კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის უნარი

მაღაზია მდებარეობს: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 5, DS Mall

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: markformelle.batumi@gmail.com ან დაგვიკავშირდით WhatsApp ნომერზე - +995 579 06 27 13
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია