დასახელება:
გაყიდვების სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
თბილღვინო
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.
დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების (On-Trade) სამსახურის უფროსის პოზიციაზე. On-Trade გაყიდვების სამსახური აერთიანებს ჰორეკა გაყიდვებისა და ღვინის მაღაზია-ბარის (The Wine • დივაინი) ერთეულებს. "The Wine • დივაინი" ამ ეტაპზე ოპერირებს როგორც ღვინის ონლაინ მაღაზია. On-Trade გაყიდვების სამსახურში შემავალი მაღაზია-ბარის გახსნა იგეგმება 2025 წლის შემოდგომაზე.
"თბილღვინოსა" და "The Wine • დივაინის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდებზე: https://www.tbilvino.ge, https://www.thewine.ge.
ძირითადი ამოცანები:
** გაყიდვების სტრატეგიის, გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა, აღსრულების მართვა და რეპორტინგი
** გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი, გეგმის შესრულებაში გადახრების ანალიზი და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა მენეჯმენტთან გეგმის შესრულების უზრუნველსაყოფად
** გაყიდვების გეგმის განაწილება დაქვემდებარებულ ერთეულებზე და შესრულების მონიტორინგი
** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, პარტნიორების სპეციფიკისა და კომპანიის ხედვის გათვალისწინებით გაყიდვების მიდგომების განსაზღვრა და აღსრულება
** ბაზრის კვლევა, შესაძლებლობებისა და სიახლეების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა მენეჯმენტთან
** დაქვემდებარებული ერთეულების მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა შესაბამის სამსახურებთან ერთად და შესრულების მონიტორინგი
** ბაზარზე დაგეგმილი აქტივობების (სხვადასხვა ფესტივალები და ა.შ.) მონიტორინგი და საჭიროებისამებრ ჩართულობის დაგეგმვა
** გაყიდვების ქსელის მონიტორინგი, ქსელში ვიზიტების განხორციელება და შედეგების რეპორტინგი
** "დივაინის" მაღაზია-ბარის საქმიანობის ზედამხედველობა, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა და საერთო ეფექტიანობაზე პასუხისმგებლობა
** გუნდის საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება
** სამსახურის საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ამოცანების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი, ბიზნესის ადმინისტრირების ან ღვინის ბიზნესის მართვის მიმართულებით
** გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** ენები - ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ღვინის სფეროში არსებული სხვადასხვა ადგილობრივი ან საერთაშორისო კურსის სერტიფიკატი (WSET და ა.შ.)
** პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტური წარდგენის უნარი
** მოლაპარაკების პროცესის მართვის უნარი
** პირადი ავტომანქანა და მართვის მოწმობის ფლობა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: პეტრე მელიქიშვილის 8ა. საჭიროებისამებრ მივლინებები რეგიონებში
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
"თბილღვინოს" გუნდი წარმატებას გისურვებთ!
"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".
სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|