Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656334&print=yes&view=jobs
 
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლოკაცია: თორნიკე ერისთავის #21 ბ, ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით: 10:00 დან - 18:10 - მდე; შაბათი: 10:00-დან - 14:10 - მდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ნაღდი ან/და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** საცალო საქონლისა და მომსახურების რეალიზაციების გატარება;
** სასაქონლო ზედნადების გატარება და ატვირთვა;
** საქვეანგარიშოდ გაცემული და მიღებული თანხების აღრიცხვა და შესაბამისი ორდერების გაკეთება;
** სამუშაო დღის დახურვა პროგრამულად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge.

არ გამორჩეთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია