Робота для біженців з України
ინოვაციების სტატუსების ადმინისტრირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინოვაციების სტატუსების ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების სტატუსების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

დეპარტამენტი უზრუნველყოფს "ინოვაციების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული სუბიექტების კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას. აღნიშნული შეფასებები საფუძვლად უდევს სტატუსის მინიჭების, გაგრძელებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. დეპარტამენტი ამ პროცესში ამზადებს რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად და ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურების ორგანიზებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

სტატუსის მაძიებელი პირების განაცხადების განხილვა და შეფასება:

** საქართველოს კანონის "ინოვაციების შესახებ" მოთხოვნების შესაბამისად, სტატუსის მაძიებელი სუბიექტების (სტარტაპი, მცირე და საშუალო კომპანია, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია) მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესწავლა, განხილვა, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და ხარვეზის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი სუბიექტებისთვის რეკომენდაციების გაცემა;
** სტატუსის მაძიებელ პირებთან კომუნიკაცია, მათთვის დროული და ზუსტი უკუკავშირის მიწოდებით;
** სტატუსის მფლობელი პირების მიერ, სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, წარდგენილი განაცხადების შესწავლა, განხილვა, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და ხარვეზის შემთხვევაში, რეკომენდაციების გაცემა.

ინოვაციების რეესტრში მიმართვის საფუძველზე რეგისტრაციის მსურველ პირთა განაცხადების განხილვა და შეფასება:

** ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის მსურველ სუბიექტთა (საინვესტიციო ფონდი, ანგელოზ ინვესტორთა ქსელი ან ქსელის წევრი, აქსელერატორი) მიერ წარმოდგენილი განაცხადების კანონში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასება და ხარვეზის შემთხვევაში, აღნიშნული სუბიექტებისთვის რეკომენდაციების გაცემა.

ინოვაციების რეესტრის წარმოება:

** საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ინოვაციების რეესტრში, როგორც სტატუსის მფლობელი პირების, ისე ინოვაციების რეესტრში მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების ასახვა, განახლება და ადმინისტრირება;
** სტატუსის მოქმედების ვადების მონიტორინგი და ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებულ პირებთან აქტიური კომუნიკაცია.

სტატუსების პორტალის განვითარება:

** სტატუსების პორტალის ფუნქციების დასახვეწად, პროცესში მონაწილეობა;
** სტატუსის მაძიებელი პირებისა და ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის მსურველ სუბიექტთათვის შესაბამისი სააპლიკაციო ფორმების მომზადება, როგორც სტატუსის პირველადი მინიჭების, ასევე, სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნებისთვის.

** დეპარტამენტის კომპეტენციის გათვალისწინებით, უწყებათაშორის კომუნიკაციაში მონაწილეობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომელიც უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტიან საქმიანობას.

საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კანონი "ინოვაციების შესახებ".

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მიმართულებით ან/და აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** ენები: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერულ-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - ინოვაციების სტატუსების ადმინისტრირების მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე