Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656306&print=yes&view=jobs
 
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
ვინ ვართ ჩვენ?

სასტუმრო ეპიზოდი შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.
სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 2 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ბენეფიტები: საბონუსე სისტემა / კვება / დაზღვევა / ფასდაკლება სასტუმროს სერვისებზე

ფუნქციები და მოვალეობები:

** სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება
** სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება
** სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა
** საჭიროების შემთხვევაში ბარის სივრცეში მომსახურება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
** ინგლისური ენა B1

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითონ "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".

ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს "Episode Hotels"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია