დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სმოტორსი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
კომპანია "SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია
** დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება (ხელშეკრულებები, ინვოისები, კორესპონდენცია…)
** ელფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა
** ხელმძღვანელობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროების მიხედვით
მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook და სხვ.) კარგად ფლობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული
** ინგლისური ენის ცოდნა
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: btevdorashvili@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "ეს მოტორსი"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|