Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კომპანია "SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი, გაყიდვების ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** კონკურენტების პერიოდული ანალიზი და რეპორტის მომზადება
** მაღაზიის მენეჯერებისა და გაყიდვების კონსულტანტების საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი
** მაღაზიის თანამშრომლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება
** სავაჭრო ობიექტებზე პერიოდული ვიზიტების განხორციელება
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
** საწყობთან და ლოჯისტიკასთან თანამშრომლობა
** პროდუქციის მარაგის კონტროლის მონიტორინგი
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმებისა და სამოტივაციო სქემების შედგენაში მონაწილეობის მიღება
** კადრების შერჩევასა და ონბორდინგში აქტიური ჩართულობა
** მარკეტინგული აქტივობების განსაზღვრაში მონაწილეობა
** მენეჯმენტისთვის ყოველდღიური რეპორტების მომზადება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მათთან მომიჯნავე მიმართულებით
** საცალო, კორპორატიული ან საბითუმო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
** ავტომობილების ნაწილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** ზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით
** სხვადასხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: btevdorashvili@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "ეს მოტორსი"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე