დასახელება:
გენერალურ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
4Hospitals
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
"4ჰოსპიტალსი" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებს კომპანიებისთვის. "4ჰოსპიტალსი" არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია, "ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
კომპანია 4Hospitals ეძებს გენერალურ მენეჯერს.
სამუშაოს აღწერა:
გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის საერთო საქმიანობის ეფექტურ მართვაზე, სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და მათი შესრულების ზედამხედველობაზე. იგი უნდა უზრუნველყოფდეს კომპანიის ეფექტურ ოპერაციულ მენეჯმენტს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მართვის სრული ციკლის ორგანიზება, ოპერაციული და სტრატეგიული მართვა;
** ბიზნეს პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია, ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
** გუნდის ხელმძღვანელობა და თანამშრომელთა კოორდინაცია, მათი მოტივაციის შენარჩუნება;
** კომპანიის მიზნების შესაბამისად სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** ფინანსური და ბიზნეს პროცესების მონიტორინგი;
** პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან თანამშრომლობის პროცესების მართვა;
** წლიური გეგმებისა და მიზნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** რისკების შეფასება და მათი მართვა;
** კომპანიის ინტერესების შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან ლოჯისტიკურ მენეჯმენტში;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel - სავალდებულო).
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არაუგვიანეს 2025 წლის 10 სექტემბრისა.
გთხოვთ, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4ჰოსპიტალსი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|