Робота для біженців з України
საწარმოს დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს დამხმარე
მომწოდებელი: შვიდი პლასტი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "შვიდი პლასტის", სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები. კომპანია "შვიდი პლასტი" შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "შვიდი პლასტი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დამხმარეს პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:

დანადგარის ოპერატორის დახმარება საწარმოო პროცესის წარმართვაში: ნედლეულის მიწოდება, მზა პროდუქტის ყუთებში ჩალაგება, ურიკით მანქანამდე მიტანა და დატვირთვა (ტვირთის მაქსიმალური წონა 25კგ.).

დიდ დიღომში მცხოვრებ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 სთ-მდე.
შესვენება: 13:00-14:00.
ანაზღაურება: 1200 ლარი.

კომპანია უზრუნველყოფს სადილს თანამშრომლისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო მონაცემები ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com

სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საწარმოს დამხმარე.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "შვიდი პლასტში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე