Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656266&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოს-მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-მექანიკოსი
მომწოდებელი: შვიდი პლასტი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "შვიდი პლასტის", სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები. კომპანია "შვიდი პლასტი" შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "შვიდი პლასტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა
** დანადგარების გეგმიური ტექნიკური მომსახურება (პრევენციული მექანიკური შემოწმება, ზეთის/საწმისების შეცვლა და სხვა)
** უეცარი გაუმართაობის შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის დიაგნოსტიკა და ოპერატიული შეკეთება
** მექანიკური, ჰიდრავლიკური და პნევმატური სისტემების წაკითხვა და მართვა
** სარეზერვო ნაწილების აღრიცხვა და დროული მოთხოვნის მომზადება
** ახალი დანადგარების ინსტალაციაში მონაწილეობა და მართვა
** თანამშრომლობა ელექტრიკოსებთან, ოპერატორებთან და ინჟინრებთან საერთო ტექნიკური პრობლემების მოგვარებისას
** ტექნიკური ჟურნალის/ფორმების შევსება (შეკეთებების, გეგმიური მომსახურებების აღნიშვნა)
** წარმოების დანადგარებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და ტექნიკური რეგულაციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით)
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა
** საწარმოში დანერგილი ჰიგიენისა და საწარმოო სტანდარტების დაცვა
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის ქ. #54
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკოს-მექანიკოსი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).

კომპანია "შვიდი პლასტ"-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია