Робота для біженців з України
დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: მეგაპალსტი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "შვიდი პლასტის", სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები. კომპანია "შვიდი პლასტი" შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "შვიდი პლასტი" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგართან მუშაობა;
** დანადგარის რეგულირება;
** გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** გამოშვებულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
** გამოშვებული პროდუქციის შეფუთვა;
** საწარმოში არსებული ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
** საწარმოს ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ტექნოლოგიური პროცესის ათვისების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს ტექნიკურ უნარებს;
** ინგლისური ენის მომხმარებლის დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია);
** სასურველი ასაკი: 20 წლიდან-50 წლამდე;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
** საწარმოში დანერგილი ჰიგიენისა და საწარმოო სტანდარტების დაცვა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან პრაქტიკას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის. #54

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დანადგარის ოპერატორი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "შვიდი პლასტში". თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე