Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656255&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
ანაზღაურება: 900 ლარი
გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-19:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის დახმარება მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის დატვირთვაში, გატანასა და ავტომობილში ჩატვირთვაში;
** მარკეტში არსებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი კალათებისა და ურიკების შეგროვება და სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მარკეტის სექციებში, საწყობში, ძირითად საწყობში და ოფისში ფიზიკური დახმარება საჭირო სამუშაოების შესრულებაში;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და მხარდაჭერა საოპერაციო პროცესებში.

მოთხოვნები:

** ფიზიკური გამძლეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური ანაზღაურება
** fitpass
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** გამოცდილების მიღების შესაძლებლობა განვითარებად კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია