დასახელება:
დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ტექნიკურ დეპარტამენტში არსებული შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის მართვა;
** დოკუმენტაციის მართვის სისტემების დანერგვა და შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** დოკუმენტების კატეგორიზაცია, დაარქივება და შენახვა (როგორც ელექტრონულად, ასევე ფიზიკურად);
** დოკუმენტების სტატუსის მონიტორინგი და ადმინისტრირება;
** დაკავშირებული მხარეებისათვის დოკუმენტების გაზიარებამდე, გადამოწმება და ვალიდურობის დადასტურება;
** მოთხოვნის შესაბამისად, როგორც შიდა, ასევე გარე დაკავშირებული მხარეებისათვის დოკუმენტაციის დროული წარდგენა;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება, დავალებების ვადების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი;
** სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული ოპერაციების შესრულება;
** დოკუმენტაციის მართვის სამუშაო პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ადმინისტრირების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამშენებლო ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში);
** აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|