Робота для біженців з України
ლოგისტიკური ოპერაციების ხელმძღვანელის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკური ოპერაციების ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: გეა
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ფარმაცევტული კომპანია "გეა" აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში ლოგისტიკური ოპერაციების ხელმძღვანელის ასისტენტის ვაკანსიაზე.

სამუშაო დატვირთვა:

** დადგენილი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09.00 -18.00 სთ - მდე, ხოლო ორგანიზაციული საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაო გრაფიკში ცვლილებების შეტანა.
** ოფისის მისამართი ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა 6

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;

კონკურსის პირობები და ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად, რის შემდეგაც შეირჩევა სასურველი კანდიდატი.

ეტაპი - CV-ის განხილვა;
ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
ეტაპი - ზეპირი გასაუბრება;

მუშაობის დაწყება მოხდება 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ რეზიუმე 2025 წლის 15 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: slomsianidze@gea.ge | vacancy@gea.ge

ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე