Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656188&print=yes&view=jobs
 
საწყობის უფროსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: ბაგრატი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
შპს "ბაგრატი" წარმოადგენს "სოფლის ნობათის" ოფიციალურ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** მენეჯერული გამოცდილება
** სადისტრიბუციო/ კომერციულ კომპანიაში საწყობის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

ძირითადი მოთხოვნები:

** საქონლის მიღების, აღწერის, დათვლის, დასაწყობების და გაცემის პროცესების ორგანიზება და მართვა
** საწყობში არსებული ნაშთის კონტროლი
** საქონლის ვადის კონტროლი
** შეკვეთების გამზადება
** საქონლის პერიოდული ინვენტარიზაცია და ვადების კონტროლი
** სასაწყობე საქმიანობის სრული პროცესის ადმინისტრირება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი
** მოწესრიგებული
** შრომისმოყვარე
** მოტივირებული
** დეტალებზე ორიენტირებული

პირობები:

** კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს მაღალ ანაზღაურებას, კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
** გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით
** სრული სამუშაო განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bagratihr@gmail.com, ტელ: 574157080, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06 სექტემბერი 2025 წ.

კომპანია იტოვებს უფლებას დაამუშაოს და გადაამოწმოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც 6 თვის მანძილზე შეინახება ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში განიხილება სხვა ვაკანტურ ადგილებზეც. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ბათუმის საწყობის უფროსი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია