Робота для біженців з України
წყალარინების ოსტატის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალარინების ოსტატის დამხმარე
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 16 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. 

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს:

http://mrmaster.ge
https://www.facebook.com/mrmaster.ge/

"მისტერ მასტერი" ეძებს წყალარინების ოსტატის დამხმარეს.

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
ლოკაცია: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** ოსტატის დახმარება სხვადასხვა ტიპის სანტექნიკური სამუშაოს შესრულებაში;
** ოსტატის დახმარება, შიდა და გარე კანალიზაციის მილების წმენდის პროცესში;
** ავტომობილის მართვა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მართვის მოწმობა: B კატეგორია
** ტექნიკური ან სანტექნიკური მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და დისციპლინა
** ფიზიკური გამძლეობა
** მზადყოფნა ადგილზე სწავლისთვის და პროფესიული ზრდისთვის

გთავაზობთ:

** სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით
** სწავლა პრაქტიკულად — დაგეხმარებით პროფესიულ განვითარებაში
** უნიფორმა და საჭირო აღჭურვილობა

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 404 404 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: Vanacy@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე