დასახელება:
ენდოკრინოლოგი/ნუტრიციოლოგი
|
მომწოდებელი:
Sydney Royal Clinic
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
"Sydney Royal Clinic" აცხადებს ვაკანსიას ენდოკრინოლოგი/ნუტრიციოლოგის პოზიციაზე.
ვეძებთ პროფესიონალ ექიმს, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და სურს
განვითარება მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულ კლინიკაში.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (შეიძლება იყოს სრული ან ნახევარ განაკვეთზე)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზ. №47, Sydney Royal Clinic
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამედიცინო განათლება ენდოკრინოლოგიის ან ნუტრიციოლოგიის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში — სავალდებულოა
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ან ლიცენზია
** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
** პასუხისმგებლობა, სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
მოვალეობები:
** პაციენტების კონსულტაცია ენდოკრინოლოგიური ან/და კვებითი მიმართულებით
** ანამნეზის შეგროვება, დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმების შემუშავება
** კვებითი ჩვევებისა და მეტაბოლური მდგომარეობის ანალიზი
** ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და შედეგების შეფასება
** ინდივიდუალური დიეტური და ცხოვრების წესის რეკომენდაციების მიცემა
** თანამშრომლობა კლინიკის სხვა სპეციალისტებთან საჭიროების მიხედვით
გამოგზავნე შენი CV: maiko.kirtadze@sydneyroyalclinic.ge
|
|
|
|