Робота для біженців з України
მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
დეველოპერული კომპანია "ზიონი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს კონცეპტუალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

დეველოპერული კომპანია "ზიონი"-ს ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე Zion.ge.

"ზიონი"-ს გუნდში ვეძებთ მშენებლობის ხარისხის კონტროლის მენეჯერს, რომელიც რომელიც იზრუნებს სამშენებლო პროექტების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, ხოლო შაბათს - 10:00-15:00.

ჩვენ გთავაზობთ მუშაობას უნიკალურ გუნდში უნიკალური გამოწვევებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის ხარისხის კონტროლის გეგმის შედგენა და განახლება;
** შემოწმებისა და ტესტირების გრაფიკის მომზადება;
** სამშენებლო მასალების, პროცესებისა და შესრულებული სამუშაოს რეგულარული შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადასტურება პროექტის დოკუმენტაციასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
** ინსპექტირების, ტესტირების და შესაბამისობის აქტების მომზადება;
** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება და შედეგების ანალიზი;
** ხარისხთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
** პროექტის მენეჯმენტთან, ინჟინრებთან, კონტრაქტორებთან და სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა;
** მასალების სერტიფიკატების შემოწმება;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** ქართული სამშენებლო ნორმების და ევროკოდების შესაბამისობის შემოწმება;
** საიზოლაციო სამუშაოების კონტროლი;
** ხარისხის ანგარიშების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა;
** ქართული და საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების ცოდნა;
** ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების უნარი;
** პროექტების მხარდაჭერის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს განათლება ინჟინერიის, სამშენებლო ან ტექნიკური დარგის მიმართულებით ან/და გავლილი აქვს ხარისხის მენეჯმენტის კურსები.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@zion.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე