Робота для біженців з України
მოწვეული ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული ლექტორი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას "აკადემიური წერა იურისტებისთვის" მიმართულებით მოწვეული ლექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიური წერის, სამეცნიერო კვლევის მეთოდების სასწავლო კურსის გაძღოლა/სწავლება;
** დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება;
** სტუდენტთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
** პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აკადემიური წერის და სამეცნიერო კვლევის მეთოდების სალექციო კურსის წარმართვის გამოცდილება სამართლის სამაგისტრო საფეხურზე;
** დოქტორის აკადემიური ხარისხი ან აკადემიური ნაშრომები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში;
** იურისტის კვალიფიკაცია ან კვლევის წარმოების გამოცდილება იურისპრუდენციაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი დოკუმენტები შემდეგ მისამართზე:Vacancy@alte.edu.ge და Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 სექტემბერი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე