Робота для біженців з України
ბალანსის ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბალანსის ოპერატორი
მომწოდებელი: მოლი მარკეტი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"მოლი მარკეტი" 2023 წლიდან ფუნქციონირებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ტყიბულსა და ჭიათურაში. ამ ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია ორი 1000 კვადრატული მეტრის სუპერმარკეტით.

პოზიცია: ბალანსის ოპერატორი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბალანსის სისტემასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS EXCEL) სრულყოფილი ფლობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, გაწონასწორებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზების მოწესრიგება, მათ შორის: ნომენკლატურის/ასორტიმენტის, მომწოდებლების, კლიენტების შესახებ არსებული ინფორმაციის. სისტემაში რეგისტრაცია, ფასების მინიჭება, ცვლილება-განახლება;
** შესყიდვების დოკუმენტების რეგისტრაცია სისტემაში. ზედნადებების ჩამოტვირთვა, შიდა გადაადგილებების გაფორმება;
** ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების დოკუმენტაციის მართვა. მომწოდებლებისთვის ინფორმაციის გაზიარება. ქსელში არსებულ ობიექტებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის განახლებაზე მოთხოვნა;
** აქციების და ფასდაკლებების ტესტირება მათ გააქტიურებამდე და შემდგომ პერიოდში;
** დოკუმენტების მართვა, ბუღალტერიასთან შეთანხმებით მომწოდებლებთან და კლიენტებთან შედარების აქტების მომზადება ხელმოწერის დონეზე და ა.შ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე etunamoligeo@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე