Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: აიტიკრაფტი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
კომპანია "ITCraft"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოს შესრულება;
** ოპტიკური და უსადენო აპარატურის ინსტალაცია (მონტაჟი);
** პროექტის მენეჯერის მითითებით სამუშაოების მიმდინარეობაში ჩართულობა და ფიზიკური დახმარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** პრიორიტეტად ჩაითვლება ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე
ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (შესრულებული სამუშაოს პროცენტი)

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@itcraft.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე