Робота для біженців з України
HVAC მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Zerone
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
შპს "ზერონი" უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.

"ზერონის" წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.zerone.ge

პოზიციის დასახელება: HVAC მიმართულების ხელმძღვანელი

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო ოპერაციებისა და ბიუჯეტის მართვა;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა, საქმიანობების მონიტორინგი, შეფასება და მოტივირება;
** გუნდისთვის თვიური და კვარტალური სამუშაო გეგმების წარდგენა;
** HVAC სისტემებისთვის საინჟინრო გათვლების წარმოება;
** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა;
** მიღებული დავალებების ანალიზი და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება;
** HVAC სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი სამშენებლო ობიექტებზე;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის ანგარიშის წარდგენა განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა და დავალებების შესახებ;
** პოტენციურ დამკვეთებთან შეთავაზების (offer-ის) მომზადება და ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება კომპანიისთვის ოპტიმალური პირობების უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.
** Autodesk Revit-ის ცოდნა აუცილებელია.
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** უმაღლესი საინჟინრო განათლება.
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებასა და ზრდას.
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

გისურვებთ წარმატებებს!დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zerone.ge 2025 წლის 06 სექტემბრამდე

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ZERONE" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ZERONE" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე